ხონის N3 საჯარო სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულით და ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70 ქულის მოიპოვებას ულოცავს
05-08-2021
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაქსიმალური ქულა მიიღო.

კურსდამთავრებულმა, ნათია ბარაბაძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მაქსიმალური 70 ქულა მოიპოვა.
 
„სკოლა ამაყობს ნათიას შედეგით, რაც მისგან მოსალოდნელიც იყო, რადგან გოგონა გამოირჩეოდა შესაშური შრომისმოყვარეობით, ნიჭიერებით და მიზანდასახულობით! იგივეს ველოდებით მომავალშიც, ვულოცავთ ნათიას და დარწმუნებულები ვართ, ის თავის სიტყვას იტყვის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და აღმშენებლობის საქმეში!“ - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203