
თბილისის N67 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა მარიამ მამუჩიშვილმა და დიანა ტყემალაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღეს.
მარიამმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70-დან 61, ხოლო ინგლისურში 80-დან 77 ქულა მიიღო. დიანას ქულა ქართულ ენაში კი 75-ია.
სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.