ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ
04-08-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სახელოვნებო პროექტში - Child in Art, მონაწილეობდნენ.

პროექტის მთავარი მიზანი პარტნიორი ქვეყნების მხატვრების იმ ნამუშევრების გაცნობა იყო, რომელთა თემა ბავშვია.

Child in Art გათვლილი იყო 6-10 წლის ბავშვებზე.

„მონაწილეობდა 17 პარტნიორი პოლონეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, საქართველოდან, რუმინეთიდან და თურქეთიდან. თანამშრომლობა სექტემბერში დაიწყო და ივნისის პირველ დღეებში დასრულდა. პროექტის მთავარი მიზანი იყო პარტნიორი ქვეყნების მხატვრების ნამუშევრების გაცნობა, რომელთა თემაა ბავშვი. ბავშვის სურათის შედარება ნახატებსა და სხვა ხელოვნების ნიმუშებში. ხელოვნებისგან შთაგონებული ცოცხალი ნახატების შექმნა, ნახატების, მოძრაობისა და მუსიკალური იმპროვიზაციის შექმნა, საუკუნეების განმავლობაში მხატვრებისა და მუსიკოსების ნამუშევრებით შთაგონებული ინგლისური ლექსიკის გაფართოება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203