ცაგერის საჯარო სკოლაში კინემატოგრაფიული პროექტი მიმდინარეობს
04-08-2021

ცაგერის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროექტი ,,კინო სკოლაში" მიმდინარეობს.

სკოლის დირექტორი დავით ცვარიანი აღნიშნული პროექტის ორგანიზატორს მადლობას უხდის:

„დღეს ორი კვირა შესრულდა, რაც ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროექტი „კინო სკოლაში", განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სკოლის საზოგადოების სახელით მადლობას ვუხდით კინოსპეციალისტს შორენა როსტომაშვილს, რომელიც კინოკლასიკის შედევრებს აჩვენებდა მოსწავლეებს და ყოველი ჩვენების შემდეგ მართავდა საინტერესო დისკუსიებს.

წარმატებებს ვუსურვებთ კინოჩვენების ორგანიზატორს შორენა როსტომაშვილს და იმედს ვიტოვებთ, კვლავ ნაყოფიერად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მომავალ წელს“,- ამბობს დავით ცვარიანი, ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203