
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლის გუნდი „ეკოტოპია“ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალში გადავიდა.
სკოლა ულოცავს თავის მოსწავლებს ამ წარმატებას:
„კეხიჯვარის სჯარო სკოლის ეკოკლუბ „ეკოტოპიას" ვულოცავ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალში გადასვლას. გისურვებთ ფინალში გამარჯვებას. ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსის თანაორგანიზატორები არიან:
დაარსებიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1000–ზე მეტმა სკოლამ.