ჯვარის N3 საჯარო სკოლის აბიტურიენტმა უცხოური ენის ტესტში მაქსიმალური ქულა მიიღო
04-08-2021

მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა დავით ჭანტურიამ უცხო ენაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულა მიიღო.

დავით ჭანტურიას ქულა 80-დან 80-ია. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ოქროს მედლის კანდიდატია.

სკოლა თავის კურსდამთავრებულს წარმატებას ულოცავს და იმედოვნებენ, რომ კიდევ ბევრჯერ იამაყებენ მისი წინსვლით:

„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, ოქროსმედალოსან დავით ჭანტურიას, ვულოცავთ ეროვნულ გამოცდებში, კერძოდ, უცხო ენაში უმაღლესი - 80 ქულის აღებას! ეს დიდი შრომისა და მოდომების შედეგია! გვჯერა, ის მომავალშიც არა ერთხელ გვასახელებს!“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გაგება კი აბიტურიენტებს უკვე 2 აგვისტოდან შეეძლოთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203