ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები კეთილი საქმეების სადარაჯოზე
04-08-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი მოსწავლეების აქტიურობით სხვადასხვა სამაგალითო ღონისძიებას აწყობს. ამჯერად, პატარა პროგრესელებმა საინფორმაცია კამპანია - „დაეხმარე“ წამოიწყეს. კამპანიის მიზანია, თანატოლებსა და უფროსებს სიკეთის კეთებისკენ და ერთმანეთის დახმარებისკენ მოუწოდონ.
კამპანიის ავტორები თავად პატარა მოსწავლეები არიან; მათი მიზანია თანატოლებს და უფროსებს ერთმანეთის დახმარებისკენ მოუწოდონ.
ამჯერად 10 წლის, დათა მაჭუტაძე გთავაზობთ თავის არგუმენტს - „დაეხმარე, რადგან სიკეთე გადამდებია!“
მოსწავლეები თავად იყვნენ ამ კამპანიის ინიციატორები და თავადვე მოიფიქრეს არგუმენტები.
„ჩაერთეთ კამპანიაში, გამოიწვიეთ თანატოლები მსგავსი მოწოდებებით!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია