ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა ყოველ მიღწევას სკოლა სიხარულით გვიზიარებს.
სკოლა ამჯერად, კიდევ ერთი მოსწავლის, მე-11 კლასელ მიხეილ სარუხანიანის მიღწევას გვაცნობს, რომელმაც ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა.
მიხეილ სარუხანიანი საქართველოს უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის „ფოლიო 2021-ის“ გამარჯვებული გახდა.
„ვულოცავთ ნიჭიერ ახალგაზრდას საპრიზო ადგილის დაკავებას და გვჯერა, რომ ბევრჯერ თავად გაამართლებს სათქმელს „არ გაჩერდე, იმოქმედე!“- აღნიშნულია კაზრეთის N1 საჯარო სკოლის დირექციის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები: