ვანის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოცდებზე უმაღლესი ქულები დაიმსახურეს
04-08-2021
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი განსაკუთრებით წარმატებით დასრულდა, რადგან სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები დაიმსახურეს.

სკოლის შემდეგმა კურსდამთავრებულებმა:

  • ქეთევან მიქელთაძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში 64, ხოლო ინგლისურ ენაში - 79 ქულა დაიმსახურა;
  • რეზი კორძაძემ - ქართულ ენასა და ლიტერატურაში 62 ქულა დაიმსახურა, ხოლო ინგლისური ენაში - 77 ქულა;
  • ნიკიტა კარპოვმა, ინგლისური ენაში - 76 ქულა მიიღო;
  • ილია ღვინიანიძემ, ინგლისურ ენაში -74 ქულა დაიმსახურია;
  • თორნიკე თევზაძეს კი ქართულ ენასა და ლიტერატურაში 63 ქულა მიენიჭა.
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულებს გამოცდებში მიღებულ შედეგებს და ამატობს თითოეული მათგანის წარმატებით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203