ჩოლურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გამოცდაზე მაქსიმალური ქულის აღება შეძლო
04-08-2021
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი განსაკუთრებით წარმატებულად დასრულდა, რადგან სკოლის კურსდამთავრებულმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში, უცხოურ ენაში მაქსიმალური ქულის აღება შეძლო.
„შედეგს მოდნომებითა და საკუთარი შრომით მივაღწიე. მასწავლებელთან დამატებით არ მივლია. ვაკეთებდი სავარჯიშოებს, ინგლისურად ვუყურებდი სხვადასხვა ფილმებსა და ვიდეოებს, რაც ძალიან დამეხმარა. ჩემი აზრით, სულაც არ არის საჭირო რეპეტიტორთან სიარული და ფულის გადახდა. უამრავი რესურსი არსებობს, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია. მინდა, სხვა აბიტურიენტებისათვისაც მოტივაცია ვიყო, რადგან ბევრჯერ გამიგია, მასწავლებელთან სიარულს ვერ ახერხებენ და საერთოდ უარს ამბობენ ჩაბარებაზე. ყველა ადამიანს შეუძლია მაღალი შედეგის მიღწევა, მთავარი შრომა და მონდომებაა“ - გვიყვება ზურო მუკბანიანი.
ჩოლურის საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულს, მიღებულ შედეგსა და ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატებებს უსუსრვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია