აწყურის საჯარო სკოლის აბიტურიენტის ქრისტინე მახატლიშვილის წარმატება ეროვნულ გამოცდებზე
04-08-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ქრისტინე მახატლიშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მიიღო.

ქრისტინეს ქულა ინგლისურში, მაქსიმალური 80-დან 80, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70-დან 69-ა.

აღსანიშნავია, რომ ქრისტინე მახატლიშვილი FLEX-ის პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. იგი ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203