ქუთაისის N10 საჯარო სკოლის აბიტურიენტმა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში მაქსიმალური ქულა მიიღო
04-08-2021

ქუთაისის N10 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ირაკლი დოლბაიამ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულა მიიღო.

მისი ქულა 70-დან 70-ია. ირაკლი ამბობს, რომ რეპეტიტორთან არ უვლია და მთავარი, მიზანთან ერთად, მონდომებაცაა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა. გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203