ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ერთ-ერთი გამარჯვებულია
04-08-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი ჯავახაძე გახდა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამაპანიის ერთ-ერთი გამარჯვებული. აღსანიშნავია, რომ ლიზი აქტიური მოსწავლეა, იგი მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეცაა.

ლიზი ჯავახაძის წარმატებას სკოლა ეხმიანება:

„სოფელ ბანოჯის  საჯარო სკოლა თავისი მოსწავლეებით ყოველთვის მზად არის გამოეხმაუროს და უპასუხოს საგანმანათლებლო სივრცის გამოწვევებს. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული და წარმატებებს აღწევენ საგაკვეთილო  პროცესებში,  საკლუბო მუშაობაში, სხვადასხვა ტურებში, საგანმანათლებლო თუ საგრანტო პროექტებში და ა.შ. 

მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი ჯავახაძე აქტიურად არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა არაერთი სასკოლო თუ არასასკოლო აქტივობა. ლიზი არაერთი  ფოტო-კოლაჟისა და ვიდეო-რგოლის ავტორია. ის გახდა ძალადობის საწინაღმდეგო კამპანიის გამოფენის ერთ-ერთი გამარჯვებული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203