წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულების მიერ მიღებული მაღალი ქულებით
04-08-2021

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღეს. 

სკოლის ოქროს მედლის კანდიდატის - მარიამ მურვანიძის ქულა ინგლისურ ენაში 80-დან 80, ხოლო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70-დან 65-ია.

აღსანიშნავია, რომ მარიამი FLEX პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულიცაა.

ასევე მაღალი ქულა მიიღო ვიქტორია გორდულაძემ, იგი ვერცხლის მედლის კანდიდატია. ვიქტორიამ ინგლისურში  80-დან  78, ხოლო ქართულ ენასა და ლიტერატურაში  70-დან  59 ქულა მიიღო.

სკოლა ამაყობს აბიტურიენტების მიღწევებით და მომავალშიც უმარავ წარმატებას უსურვებს.

„თქვენით ამაყობს სკოლა, წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის აბიტურიენტებს და მთელი საქართველოს ყველა აბიტურიენტს!“, - ამბობს სკოლის დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203