დუისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის, ამინა ხალგოშვილის წარმატება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
04-08-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ამინა ხალგოშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მიიღო.

მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70-დან 67 ქულა, ხოლო უცხო ენაში 80-დან 79 ქულა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203