ტყიბულის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ქრისტინე ვარდოსანიძემ ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულა მიიღო
04-08-2021

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ქრისტინე ვარდოსანიძემ უცხო ენაში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულა მიიღო.

მისი ქულა ინგლისურ ენაში 80-დან 80-ია.

ქრისტინეს თქმით, მთავარი შრომისმოყვარეობაა და მაშინ სასურველი შედეგის მიღწევაც შესაძლებელია. ის ასევე ხაზს უსვამს მოსწავლისა და მასწავლებლის შეთანხმებული შრომის აუცილებლობას.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203