ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის შენობა რეაბილიტირდა
03-08-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა რეაბილიტირდა. სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და სექტემბრიდან მოსწავლეებს ელის.

განახლდა სკოლის ინტერიერიც და ექსტერიერიც. მთელ სკოლაში შეკეთდა კედლები, იატაკი და ჭერი, ასევე ჩაისვა ახალი კარ-ფანჯრები. დერეფნებში დამონტაჟდა სათვალთვალო კამერებიც, რათა სასკოლო გარემო მოსწავლეებისთვის მეტად უსაფრთხო გამხდარიყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203