
აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების გაგება ზოგიერთ საგანში უკვე შეუძლიათ.
ხულოს მუნიციპალიტეტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში ბარიერი წარმატებით გადალახეს და მაღალი ქულები აიღეს.
მაღალქულიანი მოსწავლეები არიან თამუნა მგელაძე და ზაზა მარკოიძე.
სკოლა ულოცავს მათ ამ წარმატებას და იმედოვნებენ, რომ წარჩინებული მოსწავლეები დანარჩენ საგნებშიც მაღალ ქულებს მიიღებენ.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებული შედეგები ცნობილი 2 აგვისტოს გახდა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.