
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ქალაქ თბილისის N92 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება სკოლის სპორტულ დარბაზებს და გასახდელებს, შესასვლელ კიბეს, სრულად მოწესრიგდება კანალიზაციის სისტემა.
ამჟამად სპორტულ დარბაზებში არსებული დაზიანებული იატაკის და შესასვლელი კიბის დემონტაჟი დასრულებულია და ნარჩენების გატანა მიმდინარეობს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 160 ათას ლარზე მეტია.
იხილეთ ფოტოები