ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ქართულის გამოცდაში მაქსიმალური, 70 ქულა აიღო
03-08-2021
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, თეკლა ცუცხაშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური, 70 ქულა აიღო.
„ახლაც არ მჯერა, რომ 70 ქულა წერია. ვერ წარმოვიდგენდი, ქართულში თუ უმაღლეს შედეგს ავიღებდი. ჰუმანიტარი ნაკლებად ვარ. თავისუფალ უნივერსიტეტში, პროგრამირებაზე ვაპირებ ჩაბარებას. ძალიან ბევრი ვიშრომე და შესაბამისად დამიფასდა. ერთი წელი ვემზადებოდი და ჩემს რეპეტიტორს მიღებულ შედეგში ლომის წილი აქვს. მე-4 ვარიანტი ვიყავი. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რთული ტესტები იყო წელს, თემებიც კარგი სამსჯელო გამოდგა და არ გამჭირვებია, მაგრამ მაინც მიუღწევლად მეჩვენებოდა 70 ქულა. დავალებებიდან ცოტა გრამატიკა მეეჭვებოდა და ვფიქრობდი, შეიძლებოდა პუნქტუაციაში ქულა დამკლებოდა“ - აღნიშნავს, თეკლა ცუცხაშვილი.
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა ულოცავს კურსდამთავრებულს უმაღლეს ქულას და უსურვებს ბევრჯერ ესახელებინოს მშობლიური სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს