თბილისის N74 საჯარო სკოლის შენობის შიდა რეაბილიტაცია დასრულდა
03-08-2021

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო თბილისის N74 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

უკვე დასრულებულია შენობის შიდა კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც: სრულად გამოიცვალა იატაკი, კარ-ფანჯარა, ელ.გაყვანილობა, კომუნიკაცია და შენობის სახურავი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, კიბის უჯრედებს, ფოიეს, სპორტულ დარბაზს და სასწავლო სივრცეებს. მოეწყო თანამედროვე განათება და გათბობის სისტემა. სკოლა აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით.

სამუშაოების მეორე ეტაპზე დაგეგმილია შენობის ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელება. მათ შორის შეიცვლება ღობე და ჭიშკარი, მოეწყობა სარინელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს.

ამჟამად აღნიშნული სამუშაოების შესყიდვის მიზნით მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 295000 ლარია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203