თბილისის N86 საჯარო სკოლა გარემონტდა - ის ახლა ერთ-ერთი თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებაა
03-08-2021

თბილისის N86 საჯარო სკოლა გარემონტდა. ის ერთ-ერთი თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ამჟამად, სკოლაში სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და შიდა მოპირკეთება მიმდინარეობს.

თბილისის N86 საჯარო სკოლის პროექტი შედგება 3-სართულიანი, თანამედროვე არქიტექტურის, მართკუთხა ფორმის, ვიტრაჟებიანი შენობების კომპლექსისგან, რომელსაც ტერასული განლაგება აქვს. შიდა ეზოში მოეწყობა სარეკრეაციო სივრცე და ღია სპორტული მოედანი.

სასწავლო ოთახების პარალელურად მოეწყობა: საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, სააქტო და სპორტული დარბაზები, სამზარეულო, სველი წერტილები და ტექნიკური სათავსოები.

დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე. აღიჭურვება გათბობის, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე სტანდარტების კომპიუტერული ტექნიკით და ინვენტარით.

მშენებლობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით, სამშენებლო ნორმების დაცვით, ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 9 მილიონ 800 ათას ლარზე მეტია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203