ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ
03-08-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში საინტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში აჭარისა და გურიის რეგიონებიდან რეგისტრაცია 70-მდე სკოლამ გაიარა.
საკონკურსო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული აქტივობებისა და ღონისძიებების მიხედვით ნერგების (ქულების) დაგროვების პროცესში მონაწილეობა მიიღო 31-მა სკოლამ. მათ შორის, ყველა აქტივობაში წარმატებით მონაწილეობდა სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაც.