ბასილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კონკურსში წარმატებით მონაწილეობენ
გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კონკურსში წარმატებით მონაწილეობენ.ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში აჭარისა და გურიის რეგიონებიდან რეგისტრაცია 70-მდე სკოლამ
გაიარა.
საკონკურსო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული აქტივობებისა და ღონისძიებების მიხედვით ნერგების (ქულების) დაგროვების პროცესში მონაწილეობა მიიღო 31-მა სკოლამ, მათ შორისაა ბასილეთის საბაზო სკოლაც.
კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი უკვე დასრულდა. კონკურსის თემა იყო - განათლება მდგრადი განვითარებისთვის.
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში აჭარისა და გურიის რეგიონებიდან რეგისტრაცია გაიარა 70-მდე სკოლამ. საკონკურსო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული აქტივობებისა და ღონისძიებების მიხედვით ნერგების (ქულების) დაგროვების პროცესში 31 სკოლა მონაწილეობდა.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსის თანაორგანიზატორები არიან:
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო;
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
- საქართველოს პარლამენტი.
დაარსებიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1000–ზე მეტმა სკოლამ.