
ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში აჭარისა და გურიის რეგიონებიდან რეგისტრაცია 70-მდე სკოლამ გაიარა.
საკონკურსო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული აქტივობებისა და ღონისძიებების მიხედვით ნერგების (ქულების) დაგროვების პროცესში მონაწილეობა 31-მა სკოლამ მიიღო.
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წარმატებით მონაწილეობდა. კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი უკვე დასრულდა. კონკურსის თემა იყო - განათლება მდგრადი განვითარებისთვის.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსის თანაორგანიზატორები არიან:
დაარსებიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1000–ზე მეტმა სკოლამ.