ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წარმატებით იასპარეზა.კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი უკვე დასრულდა. კონკურსის თემა იყო - განათლება მდგრადი განვითარებისთვის.
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში აჭარისა და გურიის რეგიონებიდან რეგისტრაცია გაიარა 70-მდე სკოლამ. საკონკურსო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული აქტივობებისა და ღონისძიებების მიხედვით ნერგების (ქულების) დაგროვების პროცესში 31 სკოლა მონაწილეობდა.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსის თანაორგანიზატორები არიან:
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო;
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
- საქართველოს პარლამენტი.
დაარსებიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1000–ზე მეტმა სკოლამ.