დაბა ქედის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ახალგაზრდულ პროექტში წარმატებით იასპარეზა
03-08-2021
ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წარმატებით იასპარეზა.

კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი უკვე დასრულდა. კონკურსის თემა იყო - განათლება მდგრადი განვითარებისთვის.

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში აჭარისა და გურიის რეგიონებიდან რეგისტრაცია გაიარა 70-მდე სკოლამ. საკონკურსო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული აქტივობებისა და ღონისძიებების მიხედვით ნერგების (ქულების) დაგროვების პროცესში 31 სკოლა მონაწილეობდა.

ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation  ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის თანაორგანიზატორები არიან:

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო;
  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • საქართველოს პარლამენტი.

დაარსებიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1000–ზე მეტმა სკოლამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203