კაზრეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია მოსეშვილი აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა დააჯილდოვა
03-08-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია მოსეშვილი აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დააჯილდოვა. დირექცია ულოცავს მასწავლებელს წარმატებას.

„საქართველოს მასწავლებლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის მომავალში. აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა დააჯილდოვა თბილისის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა მთიანეთის წარმატებული მასწავლებლები.

მათ შორისაა ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია მოსეშვილი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203