ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში.სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, სალომე ჯიმშელეიშვილმა, მოსწავლეთა კონფერენციაზე წარადგინა ნაშრომი: „ტარიელ ფუტკარაძის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეალები“. სალომეს ხელმძღვანელი ქართული ენის და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი, ქეთი სვანიძე გახლდათ.
განათლების ეროვნული ინსტიტუტის და იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ერთობლივი მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია პროფესორ, ტარიელ ფუტკარაძის დაბადებიდან 61-ე წლისთავს მიეძღვნა.
იხილეთ ფოტოები: