„გვჯერა, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ!“ - კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბლოგების კონკურსში გაიმარჯვეს
03-08-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: მათე გავაშელმა, ლუკა ურუმაშვილმა და ლიკა სიმონიშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში I ადგილი დაიკავეს.

საკონკურსო ნამუშევრის ავტორთა გუნდს დიპლომები და 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები გადაეცემათ.

„ვულოცავთ სამოქალაქო განათლების პედაგოგ მარიამ ბერიასა და წარმატებულ მოსწავლეებს გამარჯვებას! გვჯერა, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ!“- წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203