მარტვილის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
03-08-2021

მარტვილის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს. მოსწავლეებს დირექტორმა -  ალექსანდრე კვესელავამ და კლასის დამრიგებელმა - მზევინარ ფუტკარაიამ ოთხი კლასის წარმატებით დასრულებისთვის დიპლომები გადასცეს.  

„უჩვეულო ჟრიამულის ხმა ისმოდა მეორე საჯარო სკოლის ეზოში...თურმე როგორ მოგვნატრებია ერთმანეთთან ყოფნა, ერთმანეთის მოფერება, სიმღერა, ცეკვა. ეს ხომ მზევი მასწავლებლის მეოთხე კლასია, აი, თურმე რა სიურპრიზს გვიმზადებდა პირველი სკოლის მასწავლებლებს, მშობლებს პირველი საჯარო სკოლის მეოთხე კლასის უფროსი მასწავლებელი. ბავშვები მეცხრე ცაზე დაფრინავდნენ სიხარულით, უბრალო ამბავი ხომ არაა ანბანის გაცილება.

მოსწავლეებმა ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს, გაიხსენეს ლექსები, სიმღერები, იცეკვეს კიდეც.

გმადლობთ მზევი მასწავლებელო, რომ ცოტა ხნით მაინც დაგვავიწყე პანდემია, ჩვენც მოსწავლეებთან ერთად გავერთეთ.

დიდი მადლობა მეორე საჯარო სკოლის დირექციას მასპინძლობისთვის, იმისთვის, რომ საშუალება მისცა კლასს მთელი ცხოვრება ხსომებოდათ მეოთხე კლასის დამთავრებისა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის დღე“, - წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203