
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წარმატებით იასპარეზეს.
კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი უკვე დასრულდა. კონკურსის თემა იყო - განათლება მდგრადი განვითარებისთვის.
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში აჭარისა და გურიის რეგიონებიდან რეგისტრაცია გაიარა 70-მდე სკოლამ. საკონკურსო პერიოდის განმავლობაში ჩატარებული აქტივობებისა და ღონისძიებების მიხედვით ნერგების (ქულების) დაგროვების პროცესში მონაწილეობა 31 სკოლა მონაწილეობდა.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში -ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსის თანაორგანიზატორები არიან:
დაარსებიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა მიიღო 1,000–ზე მეტმა სკოლამ.