გაიცანით ანა ბეჟანიშვილი - ახალგაზრდა მწერალი ბოლნისის N1 საჯარო სკოლიდან
03-08-2021

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ბეჟანიშვილი ახალგაზრდა მწერლის სერტიფიკატით დაჯილდოვდა. დირექცია და პედაგოგები ულოცავენ მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას.

„მოგესალმებით ანა, თქვენი ნაშრომი უკვე გამოქვეყნდა ჩვენს გვერდზე და იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენში, გადავწყვიტეთ გადმოგცეთ ახალგაზრდა მწერლის სპეციალური სერტიფიკატი!

გისურვებთ წარმატებას და გიგზავნით თქვენს ონლაინ დიპლომს“, - წერია ახალგაზრდა მწერლის ადმინისტრაციის წერილში.

ანას ნაწერები ერთი წლის მანძილზე ქვეყნდება ონლაინ პლატფორმაზე „ახალგაზრდა მწერალი“ და უამრავ ადამიანს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მის ნაშრომებს.

ნიჭიერი მწერლის ნაწარმოები განთავსდება სკოლის გვერდზეც, სადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ, მოიწონოთ და გაიზიაროთ ახალგაზრდა მწერლის შემოქმედება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203