კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო პროექტში
03-08-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს.

მე-10 კლასის ექვსი მოსწავლე საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია oikos-ის ოფიციალური წარმომადგენლობის oikos Tbilisi-ის ორგანიზებულ პროექტში - oikos TbilisiJunior-ში მონაწილეობდა.

მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს კურსი და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.  

სკოლის დირექცია ამაყობს მოსწავლეებით და ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203