ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანმა პედაგოგმა მზია გაფრინდაშვილმა და მე-11 კლასის მოსწავლეებმა პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ცხოვრებისეულ კონტექსტებთან დაკავშირებული დოკუმენტური ფილმი „სივრცული ფიგურები ჩვენს ირგვლივ“ გადაიღეს.
აქტივობის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში ტრანსფერული, თანამშრომლობითი და ციფრული კომპეტენციების უნარების განვითარების ხელშეწყობა.
ფილმზე მუშაობა საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლისათვის.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განხორციელებული კომპლექსური დავალების ამსახველი დოკუმენტური ფილმი წარმოდგენილია პედაგოგ მზია გაფრინდაშვილისა და XIბ კლასის მოსწავლების მიერ.
იხილეთ ვიდეო