ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით და მშვიდ გარემოში დასრულდა. მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო, საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად და ხალისით მონაწილეობდნენ.სკოლაში, განსაკუთრებით ენერგიულები მე-3
გ კლასის მოსწავლეები არიან, რომლებიც დამრიგებელთან, ქეთევან ჯინჯიხაძესთან ერთად, ბევრ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ არამხოლოდ სკოლას, არამედ მთელს საზოგადოებას. მოსწავლეები მუდამ ხალისით მიდიან სკოლაში, ხარობენ ერთმანეთითა და პედაგოგებით.
მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო ვიდეოც გადაიღეს, სადაც კარგად ჩანს, თუ რამდენად მონდომებული და ხალისიანი კლასი აქვთ.
იხილეთ ვიდეო ბმულზე: