ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები თანატოლებსა და უფროსებს სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებენ
03-08-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი მოსწავლეების აქტიურობით სხვადასხვა სამაგალითო ღონისძიებას აწყობს. ამჯერად, პატარა პროგრესელებმა საინფორმაცია კამპანია - „დაეხმარე“ წამოიწყეს. კამპანიის მიზანია, თანატოლებსა და უფროსებს სიკეთის კეთებისკენ და ერთმანეთის დახმარებისკენ მოუწოდონ.
აღნიშნულ ღონისძიებას, 10 წლის აჩიკო ჭაღალიძე ხსნის. ღონისძიებაზე წარმოთქმული თითოეული წინადადება მოსწავლეების გულწრფელი ნაფიქრალია.
მოსწავლეების მიერ წამოწყებულ კეთილ საქმეში ტექნიკურ დახმარებას, სკოლის პედაგოგი, თეონაძე დონაძე უწევთ.
„ჩაერთეთ კამპანიაში, გამოიწვიეთ თანატოლები მსგავსი მოწოდებებით!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია