
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, სკოლის პირველიკლასის მოსწავლე უჩა წიქარიშვილმა საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“ ბრწყინვალედ შეასრულა. 25 ივლისის ტესტი აფხაზეთს მიეძღვნა და მოსწავლემ აფხაზეთის შეცნობის დასტური მიიღო.
Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.