
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის ათი მოსწავლე ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში გამართულ ინოვაციების ბანაკის ორდღიან ონლაინ ღონიძიებაში მონაწილეობდა.
მოსწავლეებმა იმსჯელეს თემაზე - „ინოვაციები ფინანსურ განათლებში“.
„ღონისძიება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მოსწავლეებმა ჟიურის წარუდგინეს ბიზნესს გეგმა ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ
მადლობა ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს თანამშრომლობისათვის, რადგან იგი მოსწავლეებს ეხმარება მომავალი ცხოვრების სწორად დაგეგმვაში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები