
თელავის N8 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სალომე თაბუკაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70-დან 65 ქულა აიღო.
სალომე ასევე ოქროს მედლის კანდიდატიცაა, სკოლა კი მას მაღალ ქულას ულოცავს და მომავალშიც უამრავ წარმატებას უსურვებს.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების გამოქვეყნება დღეს დაიწყო. პირველად სწორედ ქართული ენასა და ლიტერატურის გამოცდის ქულები გამოქვეყნდა.
ასევე შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.