ვანის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
02-08-2021
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე.
სკოლის პედაგოგებმა, ქეთევან ძაგნიძემ და ნათია დვალიშვილმა სასტუმრო „ბილტმორში“ KEY CONSULTING-ის მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
„საუკეთესოდ ორგანიზებული, თემატურად მრავალფეროვანი მასწავლებელთა კონფერენცია, არაჩვეულებრივი გარემო, პედაგოგთა პროფესიონალიზმი და სიღრმისეულად გააზრებული პრეზენტაციები... ის დრო გამახსენდა, როცა წლების წინ KEY CONSULTING-ი პირველ ნაბიჯებს დგამდა და მე იმ პედაგოგთა შორის ვიყავი, ვისაც პატივი ერგო, პირველთა შორის ყოფილიყო. გმადლობთ ამ სიამოვნებისათვის, რაც კიდევ ერთხელ განვიცადე“ - აღნიშნავს, კონფერენციაში მონაწილე პედაგოგი, ქეთევან ძაგნიძე.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია