მარნეულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ
02-08-2021
მარნეულის N1 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით და მშვიდ გარემოში დასრულდა. მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აქტიურად და წარმატებით მუშაობენ.

საზოგადოებისთვის დღემდე ერთ-ერთ პრობლემას ნაადრევი ქორწინება წარმოადგენს, რომელიც გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულებში კვლავ გადაუჭრელ საკითხად რჩება.

მარნეულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწორედ ზემოაღნიშნულ საკითხზე, ნაადრევი ქორწინების თემაზე იმუშავეს და თემატური პოსტერებიც შექმნეს. 

მოსწავლეებისთვის აღნიშნული აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყო. თითოეული მათგანი საკითხს დიდი ყურადღებით მიუდგა. მიუხედავად მცირე ასაკისა, მოსწავლეები საკითხის სერიოზულობას აცნობიერებენ და იციან, თუ რა პრობლემები მოჰყვება ნაადრევ ქორწინებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203