„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ პროგრამები ამერიკის სააკრედიტაციო საბჭომ დაამტკიცა
02-08-2021

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მიერ წარდგენილი პროგრამები ამერიკის სააკრედიტაციო საბჭომ დაამტკიცა. პროგრამების დამტკიცება ძირითადი მოდულია ამერიკული აკრედიტაციის მისაღებად.

„English Language Arts, Mathematics, Science და Social Studies ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები მთლიანად ამერიკული იქნება.

ყველა დამტკიცებულ სახელმძღვანელოს გააჩნია ელექტრონული პლატფორმები, ამიტომ უკლებლივ ყველა საკლასო ოთახი კომპიუტერებით აღიჭურვება.

GAHS - ის მიერ არჩეული სახელმძღვანელოები თვით ამერიკაშიც კი ნოვატორულია და ისინი 2020 წელს დაინერგა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203