არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებიის აგროკლუბმა პირველი მოსავალი იზეიმა
02-08-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საინტერესო პროექტში.
სკოლის ბაზაზე მოსწავლეების მიერ შექმნილმა აგროკლუბმა პირველი მოსავალი აიღო - პროექტის „ახალგაზრდა ფერმერთა აგრო-არტკლუბი/Agro Art-club“ ფარგლებში სკოლის ტერიტორიაზე ხილ-ბოსტნეული მოიყვანეს და პირველი მოსავალიც იზეიმეს.
მოსწავლეებს, სკოლა ამ მნიშვნელოვან საქმიანობაში მაქსიმალურად მხარში უდგას და ყველა საჭირო ინვენტარითა თუ სხვა ღონისძიებით ეხმარება.