ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანასტასია და ნანა ცხვედიანებმა Izrune.ge-ს აფხაზეთის შეცნობის დასტური მიიღეს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
მე-3 კლასის მოსწავლე ანასტასია ცხვედიანმა და მე-5 კლასის მოსწავლე ნანა ცხვედიანმა საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“ ბრწყინვალედ შეასრულეს და აფხაზეთის შეცნობის დასტური მიიღეს.
Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.
საზაფხულო ტესტების დახმარებით მოსწავლეები საქართველოს უნიკალურ კუთხეებს სახალისოდ და საინტერესოდ შეიმეცნებენ.
ტესტი მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირსშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო