ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლა, ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში ხელს უწყობს. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებაში. აქტივობებში მათი ყოველი მონაწილეობა კი სკოლისთვის საამაყოა.
ამჯერად, სკოლის გოგონათა გუნდმა გურიაში, საფეხბურთო შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა, ეს იყო დიდი გამოცდილება, რაც გუნდს სამომავლოდ მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელებასა თუ მთავარი მიზნის მიღწევაში დაეხმარება.
იხილეთ ვიდეო ბმულზე: