კეთილარის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე გაკვეთილი ღია სივრცეში ჩატარდა
02-08-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია აბაშის მუნიციპალიტეტის, კეთილარის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

კეთილარის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებსა და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. აღნიშნულ თემაზე გაკვეთილი ღია სივრცეში, მეათე კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

„კეთილარის სკოლაში ჩატარდა პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ინგლისურში სათაურით გარემოს დაცვის მნიშვნელობა. გაკვეთილი ჩატარდა მეათე კლასში ღია სივრცეში. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში. დარგეს მცენარეები, შექმნეს ბროშურები, სადაც  ეწერა რჩევები თუ, როგორ უნდა დავიცვათ გარემო. გაკვეთილი იყო მხიარული, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული. მადლობა მასწავლებელს და მოსწავლეებს გაწეული შრომისთვის“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203