კიცხის საჯარო სკოლის მშენებლობა და გარე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
02-08-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ კიცხის საჯარო სკოლის მშენებლობა და გარე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს განახლებულ შენობაში განაგრძობენ და მშობლიური სკოლაც, ღვაწლმოსილ პედაგოგებთან ერთად, განსაკუთრებულად ემზადება უსაყვარლესი მოსწავლეების დასახვედრად.
ახალი სასწავლო წლისთვის სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ გადმოცემული ინვენტარი: მერხები, კარადები, სკამები, საკიდები, კომპიუტერული ტექნიკის მაგიდები, სამასწავლებლოს ავეჯი უკვე დასაწყობებული და უახლოეს პერიოდში შენობაში შეტანა ეტაპობრივად დაიწყება. ასევე, ძალიან მალე დაიწყება სკოლის შიდა დასუფთავების სამუშაოები.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია