ზეგნის N2 საჯარო სკოლაში საზაფხულო კინო-სკოლა მოეწყო
02-08-2021

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლაში საზაფხულო კინო-სკოლა მოეწყო. რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ და სოფლის ეკლესიის ტერიტორიაზე მცირე ფილმიც გადაიღეს.

სოფელი ზეგანში მრავალი საინტერესო ადგილია, მათ შორისაა წმინდა გიორგის ეკლესია. რომლის შესახებაც მოსწავლეებმა, მრავალი საინტერესო ამბავი მოისმინეს. მათ შორის, სტიქიური მოვლენების გამო ეკლესიის ადგილსამყოფელის მონაცვლეობის შესახებ. ასევე, სხვადასხვა დროს განლაგებულ სალოცავებსა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203