ჩხორიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის სოციალურ-ემოციური უნარების სწავლებისთვის დაჯილდოვდნენ
30-07-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა მზია ქარდავამ და მაია არახამიამ სერტიფიკატები მიიღეს სკოლის მოსწავლეებისთვის სოციალურ-ემოციური უნარების წარმატებით სწავლების გავლისა და დანერგვისათვის.

სკოლა ულოცავს თავის მასწავლებელს ამ წარმატებას ულოცავს:

„გილოცავთ ჩემო ნიჭიერო და შრომისმოყვარე პედაგოგებო. ეს ერთი და სხვა მრავალი წარმატებები თქვენ. მუდამ თქვენს გვერდით მიგულეთ“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი „საქართველოს სკოლებში სოციალურ-ემოციური უნარების დანერგვის ხელშეწყობა“ ხორციელდება ორგანიზაცია ილიას სამართლის ინსტიტუტის (ილიასის) მიერ, ევროპის ფონდის დაფინანსებით. შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203